17 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
"რუსეთი ოკუპანტია" - უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია თბილისში

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია თბილისში - უკრაინის საელჩოსთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა აქცია - პერფომანსი გამართეს. 

აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსული აგრესია და მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაქცია მისცეს რუსეთის ძალადობრივ ქმედებას.

მონაწილეების განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს.

"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც აქვთ იგივე პრობლემა, რაც ჩვენ საქართველოს, ვართ ოკუპირებული რუსეთის მიერ,"-განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ”ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა ანა ჭარხალაშვილმა

დღის ამბები