17 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
ხმაური ბათუმში - ბარცხანის დასახლებაში რამდენიმე ოჯახმა ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავება სცადა

ხმაური ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში. რამდენიმე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ტერიტორიის დაკავების უფლება, სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

ისინი მცირეწლოვანი ბავშვებით იყვნენ მისული და ამბობდნენ, რონ არიან სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები.

შეკრებილმა ერთი თვის წინ იგივე შენობა თვითნებურად დაიკავეს, თუმცა სამართალდამცველებმა მაშინ გამოასახლეს.

ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მივიდა. რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, საკითხს ბათუმის მერიასთან ერთად განიხილავს, რის შემდეგაც გადაწყდება, იქ მყოფი ოჯახებიდან ვის რა დახმარება ეკუთვნის.  

დღის ამბები