17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
ქურდობა ვანში - დაზარალებული, რომელიც "ევროპული საქართველოს" კოორდინატორია ამბობს, რომ ძროხების მოპარვით მისი დაშინება სცადეს 

ქურდობა ვანში - სოფელ მუქედში კორძაძეების ოჯახს სამი ძროხა მოპარეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ქურდობა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

ოჯახის უფროსის განცხადებით, ორი კვირის გადაყვანილი ჰყავდა ძროხები ფერმაში. მასთან ახლოს სხვა ფერმებიცაა, თუმცა მხოლოდ მისი საქონელი მოიპარეს, მდინარის პირას დაკლეს და მიკროავტობუსით წაიღეს.

ოჯახის უფროსი ამბობს, რომ მისი შვილი "ევროპული საქართველოს" კოორდინატორია. ამ ფაქტით კი ოჯახი დააშინეს და დასაჯეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები