02 ივლისი 2024,   10:57
ვრცლად
რუსული აგრესია ქერჩის სრუტეში - იენს სტოლტენბერგი რუსეთისგან უკრაინელი მესაზღვრეების გათავისუფლებას ითხოვს

ქერჩის სრუტეში რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინული გემების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია  განხილვის თემა იყო გაეროს უშიშროების საბჭოში. მუდმივმა წევრმა ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს, გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები.

ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს შტატების პრეზიდენტიც გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის განცხადებით მას არ მოსწონს რაც ხდება და იმედოვნებს რომ ვითარება მალე გამოსწორდება. სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის სახელმწიფო მდივანს შორისაც.

უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოიხატა NATO-ს ყველა წევრმა. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანმა NATO - უკრაინის კომისიის საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა​ მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს დაკავებული მეზღვაურები.

"შეხვედრაზე ნატო-ს ყველა მოკავშირემ სრული მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ამიტომ მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს უკრაინის პორტებში შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა და აზოვის ზღვაში და ქერჩის სრუტეში უკრაინისთვის ნავიგაციის თავისუფლება. უკრაინული გემებისა და საზღვაო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ აქვს გამართლება . ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები და გემები. მხარეებს სიმშვიდეს და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ"-განაცხადა სტოლტემბერგმა

დღის ამბები