17 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
რუსი ჰაკერები ზურაბიშვილის დასახმარებლად - ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს 

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. ელისო კილაძის განცხადებით, "ქართული ოცნება“ მასობრივი გაყალბებისთვის ემზადება და მოსალოდნელია, რომ სალომე ზურაბიშვილს 3 პროცენტიანი გამარჯვება დაუწერონ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ცესკო-ს კომპიუტერულ ქსელზე აქვს წვდომა. ბოლო დღეებში კი სისტემა აერიათ და დასახმარებლად რუსი ჰაკერები ჩამოიყვანეს.

"ბოლო ორი დღეა სისტემაში რაღაცეები აირია. ამისათვის სწორედ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ჩამოყვანილი ჰყავთ რუს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ეს წვდომა უნდა აღადგინოს. დაგეგმილია მაგთიკომის ბაზით და ინტერნეტკაბელებით სარგებლობა. არჩევნების გაყალბების კონტროლი სრულად აქვს დავალებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს ბატონ გიორგი ჯავახიშვილს" - აცხადებს კილაძე

დღის ამბები