NASA მარსის შესწავლის ახალ ეტაპზე გადადის. ამერიკის კოსმოსური სააგენტო წითელი პლანეტის კვლევას, ”ინსაიტის“ საშუალებით დაიწყებს. კოსმოსური აპარატი უკვე მარსზეა.
„ინსაიტი"-ს საშუალებით ამერიკელი მეცნიერები მარსის შიდა მოწყობას, ტემპერატურას და სეისმურ აქტივობას გამოიკვლევენ. „ინსაიტი“ მეცნიერებს წითელი პლანეტის და მისი ბირთვის წარმოქმნის დადგენაში დაეხმარება. მისია 728 დღეს გაგრძელდება.