„ჰაბ ჯორჯიას“ ხელმძღვანელი კორუფციულ სქემაზე საუბრობს. ვასილ ურუშაძის თქმით, სანდო წყაროზე დაყრდნობით, გარკვეული მაღალჩინოსნები მათთან პირდაპირი კონკურენციის გამო ავიაკომპანია „Wizz Air"-ს ბაზრიდან გაყვანით არიან დაინტერესებული.
მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის დონეზე ფლობენ და მათი მხრიდან ხელოვნური ბარიერების შექმნის მცდელობაც იყო.
„27 ოქტომბერს, როცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან უნდა მომხდარიყო განრიგის დამტკიცება ავიაკომპანია „Wizz Air", საუბარია ზამთრის განრიგზე., ეკონომიკის მინისტრის მხრიდან პირდაპირ განხორციელდა ზეწოლა დროებით მმართველობაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, რომ გაეჭიანურებინათ, დროში გაეწელათ ეს პროცესი, რომ ერთგვარი შეტყობინება გაეგზავნათ კომპანია „Wizz Air"-ისთვის, რომ მათდამი კეთილი განწყობა საქართველოს მთავრობის არის შეცვლილი. ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენ ვიცით, რომ დღეს ქვეყანაში არის ინსტრუმენტი და ზოგადად მთავრობა პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან ინსტრუმენტები, ისინი ასრულებენ გარკვეული, არაფორმალური, რაღაც ჩრდილოვანი შეიძლება ითქვას მაფიის დავალებებს. ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ასე არის რკინიგზაში, ასეა ავიაციაში და ყველა სხვა სფეროში“ - აცხადებს ვასილ ურუშაძე