თბილისის 50-ე ბაგა-ბაღიდან ორი თანამშრომლის გაშვებას ხმაური მოჰყვა. აღმზრდელების გათავისუფლება მშობლებმა გააპროტესტეს.
თავად სამსახურიდან გაშვებული ადამიანები კი ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკური მიზეზით გაათავისუფლეს, რადგან უარი თქვეს „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე.
რამდენიმე კვირით ადრე იმავე ბაღიდან და იმავე მიზეზით ბაღის დირექტორიც გაათავისუფლეს. თანამშრომლების გაშვების ფორმალურ მიზეზად კი წინა წლებში გამოვლენილი ხარვეზები გახდა. განმარტებები ცოტა ხნის წინ ბაღების სააგენტოშიც გაკეთდა.
„არსებობს საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღმზრდელს ჰქონდა შეთავსებული ღამის დარაჯის ფუნქცია - აქედან გამომდინარე გადაწყევტილება იქნა მიღებული თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ.
რაც შეეხება მეორე თანამშრომელს პერიოდულად მიმდინარეობს სხვადასხვა რეორგანიზაციები შტატების შემცირება ან დამატება , ერთ-ერთი პროცესი გახლავთ 50-ე ბათუმში და დამლაგებელი ამის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
ნუ გამოიყენებენ ბაღებსა და ბავშვებს თავიანთ სასარგებლოდ, გვადროვონ პროცესის“-ამბობს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე .