26 დეკემბერი 2024,   15:12
ვრცლად
"შანსი არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ფარღალალა კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, გახდეს საქართველოს პრეზიდენტი" - მურმან დუმბაძე

„არავითარი შანსი არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ფარღალალა კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი,“ - ეს განცხადება პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ, გააკეთა.  

მურმან დუმბაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს და აცხადებს, რომ მოსახლეობამ ოლიგარქიულ რეჟიმს უარი უნდა უთხრას.

„ქართული პოლიტიკის პრობლემა სალომე ზურაბიშვილი კი არ არის და მისი განცხადებები კი არ არის. სალომე ზურაბიშვილი არაფერი არ არის, სალომე ზურაბიშვილის იქით ვინ დგას, ამაზეა საუბარი. დღეს ქართული პოლიტიკის პრობლემა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ უნდა დავამარცხოთ, ოლიგარქიული,  კრიმინალური, კორუმპირებული მმართველობა,“ - განაცხადა დუმბაძემ.

მურმან დუმბაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძეს ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს.

„ჩვენ თუ არითმეტიკულად ვიანგარიშებთ, საკმაოდ მძლავრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ხვალ, ამ ნაბიჯს გადავდგამთ და საგრძნობი უპირატესობით დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას,“ - განაცხადა დუმბაძემ.

დუმბაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირველი ტურის შემდეგ მოსახლეობას არ ხვდება და ოცნებამ ის ჩამოაშორა საპრეზიდენტო კამპანიას.

დღის ამბები