17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ფარები, ჩაფხუტები და საძილე ტომრები - სპეცრაზმის მობილიზება ქვემო ქართლში და „კურიერის“ ექსკლუზიური კადრები

სპეცრაზმის მობილიზება ქვემო ქართლში - „კურიერმა“ ექსკლუზიური კადრები გადაიღო. რუსთავის ერთ-ერთ გარეუბანში ავტობუსებია მობილიზებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობასთან იდგა.

მასში აქციების დასაშლელად საჭირო ეკიპირებაა. ფარები, ჩაფხუტები და საძილე ტომრები და ასევე კარვებიც.

სამართალდამცველები, რომლებიც ავტობუსებში სხდებოდნენ, მას შემდეგ, რაც ადგილზე „კურიერის“ გადამღები ჯგუფი შენიშნეს, ადგილიდან მიიმალნენ, შეწყვიტეს მომზადება და შევიდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობაში შევიდნენ.

მძღოლები, რომლებიც ავტობუსებს მართავენ, ამბობენ, რომ მათ კონკრეტული დავალების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, ასევე არ იციან, სად უნდა წაიყვანონ სამართალდამცველები.  

„დავალებაზე ვართ გამოსული. მოვედით ამ წუთას და გვეტყვიან ალბათ, ჯერ არ უთქვიათ. არაფერი არ გვითხრეს, მიდით ამა და ამ მისამართზე, მოვედით და აგერ ვართ, ველოდებით,“ - ამბობს ავტობუსის მძღოლი.

ცოტა ხნის წინ კი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობიდან სამართალდამცველები უკვე სხვა ავტომობილით გადაიყვანეს, ისინი ქალაქის მიმართულებით გაემართნენ. 

დღის ამბები