17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
„სალომე ზურაბიშვილის აგიტატორი ვარ, ვმუშაობ შტაბში, მხარდამჭერების სიებია და ვამოწმებ"-"ოცნების" აგიტატორები ბათუმში

დილიდან ბათუმის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები არიან შეკრებილი. ნაწილი მათგანი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მანქანებში სხედან, ნაწილი კი უბნების შესასვლელთან სხედან და ამომრჩეველს აკონტროლებენ. თითოეულ მათგანს თან აქვს სიები, რომლის მიხედვითაც ისინი საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

მათ ნაწილს არ დაუმალავს, რომ  „ქართული ოცნების“ აგიტატორია.

„სალომე ზურაბიშვილის აგიტატორი ვარ, ვმუშაობ შტაბში. ჩემი მხარდამჭერების სიებია და ვამოწმებ. ჩვეულებრივი მოვლენაა,“-აცხადებს „ოცნების“ ერთ-ერთი აგიტატორი. 

აგიტატორები ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში აქვთ მათი მხარდამჭერების ტელეფონის ნომრები და უკავშირდებიან. 

დღის ამბები