17 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
აგიტატორები "ვალების ბლოკნოტით"-უბნებზე სიებით მობილიზებული კოორდინატორები ამტკიცებენ, რომ ადგილზე ვალების ამოსაღებად მივიდნენ

კადრები, სადაც ჩანს როგორ მიჰყვება აბაშის ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში "ქართული ოცნების" დეპუტატი - "კურიერის ონლაინ" სტუდიას მოქალაქემ ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა მოაწოდა. უბანზე მყოფი დამკვირვებელი მოუწოდებს დეპუტატს, რომ ეს ქმედება შეწყვიტოს.

კიდევ ერთი ვიდეომასალა, რომელიც "ონლაინ კურიერს" მოქალაქემ მიაწოდა - კადრები გადაღებულია მარნეულში, სადაც ჩანს, რომ  მოქალაქეებს კონვერტში ჩადებულ უკვე შემოხაზულ ბიულეტენს აძლევენ, რომ მან ყუთში ჩააგდოს.  

დარღვევები დაფიქსირდა თბილისში, კრწანისში. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე აგიტატორები არიან შეკრებილები, იმ შენობაში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. ერთ-ერთ ოთახში "ოცნების" აგიტატორებს გაშლილი აქვთ სიები და აღრიცხავენ ამომრჩეველს.

კითხვაზე, "რას აკეთებენ საარჩევნო უბნებთან," „ოცნების“ აგიტატორების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათ ხელში არა სიები, არამედ ვალების ბლოკნოტი უჭირავთ და ადგილზე ვალების ამოსაღებად იმყოფებიან. შესაბამისი დამადასტურებელი კადრები მოქალაქეებმა „ონლაინ კურიერს“ მიაწოდეს.

ვიცე-გუბერნატორის გადაადგილება შენიშნეს მოქალაქეებმა ბაღდადში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან. მოქალაქე, რომელმაც ფოტო მოაწოდა "ონლაინ კურიერს" ამტკიცებს, რომ აღნიშული ჯიპი პერმანენტულად პატრულირებს უბნებზე. 

მოქალაქეები ასევე კურიერს ატყობინებენ, რომ ახლგაზრდა მამაკაცებს ხმის სანაცვლოდ ჰპირდებიან, რომ მათ გასართობად წაიყვანენ. მოქალაქე იტყობინება რომ კონკრეტული პირები ახალგაზრდა მამაკაცებს ეუბნებიან რომ 28 ნოემბერს მათი ვაჯიშვილობა დასრულდება. 

 

დღის ამბები