მარნეულში სამართალდამცველების დიდი მობილიზებაა. რეგიონში რამდენიმე ლოკაციაა, სადაც სამართალდამცველები იმყოფებიან. მარნეულში, პოლიციის შენობის ოდნავ მოშორებით მიტოვებულ შენობის უკან, ორი ავტობუსი დგას, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩამოიყვანეს. ავტობუსში სპეცდანიშნულების რაზმის წევრები სხედან, მათი ნაწილი უკვე შეიყვანეს მარნეულის პოლიციის განყოფილებაში.
მას შემდეგ, რაც ადგილზე „კურიერის“ გადამღები ჯგუფი გამოჩნდა, ხელმძღვანელმა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს სთხოვა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩამსხდარიყვნენ და მათ არანაირი განმარტება არ გაეკეთებინათ.