17 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი და დაპირისპირება ვაკეში - საარჩევნო უბანთან "ოცნების" დეპუტატი ენმ-ს დაუპირისპირდა

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი თბილისში - ოპოზიციის დამკვირვებელმა ვაკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ვიდეო გადაიღო, სადაც ერთ-ერთი პირი ადასტურებს, რომ მან ამომრჩეველს მისცა თანხა წამლების შესაძენად.

„რუსთავი 2“ -ს ადგილზე დახვდა ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხერიშვილი. ის საარჩევნო უბანთან თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. ისინი ამბობენ, რომ ადგილზე მივიდნენ იმისთვის, რომ ენმ-ს 9 წლიანი რეჟიმი გააპტროტესტონ.

ადგილზე მივიდა ოპოზიციის წარმომადგენელი კოტე იოსელიანიც, რომელმაც დამკვირვებელს მიუთითა, რომ ის ეწევა ამომრჩევლის მოსყიდვას.

„ამომრჩევლის მოსყიდვა მიმდინარეობს პირდაპირ,“-მიმართა კოტე იოსელიანმა დამკვირვებელს. 

გიორგი მუსხერიშვილმა კი ტყუილი უწოდა, როგორც კოტე იოსელიანის განმარტებას ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით, მან ასევე დაადანაშაულა „რუსთავი 2“ სიცრუის ტირაჟირებაში.

მოგვიანებით „რუსთავი 2“ დაინტერსდა ვინ იყო ის დამკვირვებელი, რომელიც ამომრჩეველს თანხას გადასცემდა, გაირკვა რომ ეს ადამიანი  დამკვირვებლად დარეგისტრირდა დილით, თუმცა მას შემდეგ საარჩევნო უბანი დატოვა.  

დღის ამბები