17 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვის 4 ფაქტი და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 11 ფაქტი-ეკა გიგაური ამ დროისთვის დაფიქსირებულ შემთხვევებზე საუბრობს

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ ამ დრომდე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა. მთავარი ტენდენცია, რომელიც ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, ეს არის ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაციის ინფორმაციით ასეთი 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ეკა გიგაურის თქმით ამომრჩევლები გამოდიოდნენ საარჩევნო კაბინიდან და გახსნილ საარჩევნო ბიულეტენს აჩვენებდნენ დამკვირვებელს.

„იყო ხელისუფლების კანდიდატი შემოხაზული და მათ სურდათ ვიღაცას დაენახა თუ ვის მისცეს ხმა,“-აცხადებს ეკა გიგაური.

„საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი ტიპის დარღვევები წინა არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, როდესაც ამომრჩეველი ღიად აჩვენებს თუ ვის მისცა ხმა და ეს ნამდვილად ახალი ტენდენციაა.

ეკა გიგაური ასევე  საუბრობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზეც.

„ასეთი ფაქტი დავაფიქსირეთ 4. ეს იყო ქარელში, აბაშაში და ბათუმში 2 ფაქტი. ჩვენმა დამკვირვებლებმა თქვეს, რომ როდესაც ამომრჩეველი გამოდიოდა საარჩევნო უბნიდან იგი ჯდებოდა მანქანაში სადაც ხდებოდა მისთვის ფულის გადაცემა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, თითქმის ყველა უბანთან მობილიზებულია მანქანები, სადაც სხედან კოორდინატორები და სავარაუდოდ სწორედ ამ მანქანებში ხდება ფულის გადაცემა.

ეკა გიგაური აცხადებს, რომ ამ დროისთვის სხვადასხვა სახის 70 დარღვევაა დაფიქსირებული ორგანიზაციის დამკვირვებლების მხრიდან. „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველომ“ 13:00 საათის მონაცემებით დაწერა 9 საჩივარი. 

დღის ამბები