17 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების პროცესში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ

შუა კვირაში არჩევნების დანიშვნამ საქართველოს მოსახლეობის და ემიგრანტების გარდა პრობლემა უცხოელ დამკვირვებლებსაც შეუქმნა. მათი თქმით, ისინი არჩვენების დანიშვნას 25 ნოემბერს, ან 2 დეკემბერს ელოდნენ. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, სწორედ შუა კვირაში დანიშნულმა არჩევნებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ მეორე ტურს გაცილებით ნაკლები უცხოელი დამკვირვებელი ესწრება. 

„დიდი პრობლემაა რომ არჩევნები შუა კვირაში რომ არის, ჩვენ  აქტიური პარლამენტარები ვართ და ჩვენი გრაფიკი უნდა შეგვეთავსებინა. ველოდით 25 ნოემბერს, ან 2 დეკემბერს ჩვენს დელეგაციაში პირველ ტურზე 25 წარმომადგენელი იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეადან, მაგრამ ახლა ორი პარლამენტარი ვართ. მეორე ტურზე ისედაც ნაკლები ჩამოვდიოდით სულ ევსი, მაგრამ ოთხმა ვერ შეძლო სწორეს გრაფიკის შეუთავსებლობის გამო, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირებით პროცესებს,“ - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის დამკვირვებელი ანდრე ჰუნკო.

აშშ-ს ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის დამკვირვებელი პერ ეკლუნდი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ის სიძულვილის ენა, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩვენების პირველ ტურში დაინახა, ისევ გრძელდება.

„პირველ ტურში ჩვენ შეგვაშფოთა სიძულვილის ენამ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმამ. ეს იყო მთავარი რასაც გამოვყოფდი მეორე ტურისთვის. ერთი თვე არ გასულა და მგონი გაგრძელდა იგივე, სიძულვილის ენა, დანარჩენ შეფასებებს მოგვიანებით გეტყვით,“- აცხადებს ეკლუნდი.

დემოკრატიული მოძრაობებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკმარისი ადამიანური რესურსი აქვს,რათა ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინონ.

„დავდივართ საარჩევნო უბნებზე და ვაკვირდებით პროცესს, რაც შეეხება დამკვირვებლების რაოდენობას თითქმის იგივეა. საკმარისი ადამიანური რესურსი გვაქვს, რომ ანგარიში ხვალ წარმოვადგინოთ“- აცხადებს არენსი.

დღის ამბები