ცოტა ხნის წინ, არჩევანი გააკეთა ზაზა სარალიძემ. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა, რომელიც უკვე თითქმის სამი თევა, უწყვეტ რეჟიმში მართვას საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად და შვილების მკვლელების დასჯას მოითხოვენ, საარჩევნო უბანზე სწორედ საპროტესტო აქციიდან მივიდა. დიდ დიღომში #38 საარჩევნო უბანზე ზაზა სარალიძე დედასთან ერთად იმყოფებოდა.
ზაზა სარალიძემ მოუწოდა მოქალაქეებს გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. მისივე თქმით ის არასდროს დაუჭირეს მხარს იმ კანდიდატს, რომელიც დაპირდა მას შვილის მკვლელის დასჯას, თუმცა დატოვა ის კომისია, რომლის წევრიც იყო.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევანს ვაკეთებ. დავდიოდი არჩევნებზე მანამდეც ოღონდ ბიულეტენს ვაუქმებდი. ამ შემთხვევაში, ადამიანს რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, იმას ვერ დავიჭერდი მხარს. არასდროს არ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მისი თხოვნა გამეთვალისწინებინა, რომელმაც ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და კომისია დატოვა სადაც მისი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.