მკვლელობა ჩაქვში - სოფელ ჩაისუბანში 46 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს- მას 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. „კურიერის“ ინფორმაციით, მკვლელობამდე ერთი საათით ადრე, ის ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც მამაკაცს ესროლეს, ავტომობილი ხეს შეეჯახა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კი ამ დრომდე „ოპელის“ მარკის ავტომობილშია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები. მათ მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ.
შსს-ში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. უწყებაში ამბობენ, რომ მკვლელობა არჩევნებს არ უკავშირდება. ეს წლების წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები.