17 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
"ტოტალური მოსყიდვის ფაქტები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს"-ზაალ უდუმაშვილი

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში ის ვიდეომტკიცებულებები წარადგინეს, რომელიც მართვით ცენტრში ონლაინ რეჟიმში მიიღეს.

ზაალ უდიმაშვილის განცხადებით შტაბს მიაწოდეს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს როგორ დგას საარჩევნო უბნის შესასვლელთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და აღრიცხავს ამომრჩეველს.

გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ინფორმაციით დარღვევები დაფიქსირდა გორში. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ქართული ოცნების წარმომადგენლების სიები.

„ამ სიებში აღნიშნულია სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ასევე კონკრეტული თანხებია მითითებული ვიზა რამდენია გაცემული. ზოგადად ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვის ფაქტები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. დგანან საარჩევნო უბნებზე და პირდაპირ ცდილობენ მოისყიდონ ამომრჩეველი,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით კიდევ ერთი ვიდეო მასალა აღნიშნავს აბაშაში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ლეონტი ნადარეიშვილის აქტივობას. ის პირადად მიჰყვება საარჩევნო კაბინაში და მიუთითებს მოქალაქეს ვინ უნდა შემოხაზოს.

ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ვაკის #51 უბანზე. ზაალ უდუმაშვილის თქმით ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე უბანზე კი პირდაპირ არის გახსნილი „ქართული ოცნების“ შტაბი.

ზაალ უდუმაშვილის თქმით ადგილი ჰქონდა ენმ-ს წევრზე თავდასხმასაც. პარლამენტარ გოგი მიშველიანის ძმა რომელიც არის საკრებულოს წევრი თავს დაესხა სამირა ისმაილოვას. 

დღის ამბები