ჩუღურეთის რაიონში, ჭალადიდის ქუჩაზე ერთ-ერთ ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო #32 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იყვნენ მობილიზებული. როგორც "კურიერს" ანონიმურმა წყარომ აცნობა, ადგილზე მიმდინარეობდა ამომრჩევლის მოსყიდვა. საარჩევნო უბანთან კურიერის გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ტერიტორიიდან გაიქცნენ და მიატოვეს ის სიები რომელიც მათ თან ჰქონდათ.
„რომელი თანხა ხალხო, თქვენ საერთოდ აზრზე ხართ რას ლაპარაკობთ? თანხას ნაცები ურიგებენ, 500 ლარებს. ასე გავიგე,"-განაცხადა ერთ-ერთმა კოორდინატორმა.
ადგილზე მყოფი დამკვირვებლები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორები ახდენენ ზეწოლას ამომრჩევლის ნებაზე და აკონტროლებენ ვის აძლევენ ისინი ხმას.