მუსიკოსმა, ვახო ბაბუნაშვილმა საკუთარი პოზიცია საბურთალოს მე-17 საარჩევნო უბანზე გამოხატა. მისი თქმით, მან ხმა ორ კანდიდატს შორის, ყველაზე ღირსეულს მისცა.
„არჩევანის გაკეთება არ გამიჭირდა. გავაკეთე არჩევანი გავაკეთე, ჩემი აზრით, ამ ორი კანდიდატს შორის ყველაზე ღირსეულ კანდიდატს მივეცი ხმა. მომწონს აქტიურობა, რა აქტიურობაც არის, რიგებიც კი დგას საარჩევნო უბნებზე და იმედი მაქვს, დღევანდელი დღე დამთავრდება და ყველა მივიღებთ იმ არჩევანს, რა არჩევასაც გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა,“ - განაცხადა ვახო ბაბუნაშვილმა.