17 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
„ადამიანებს მოვუწოდე, რომ 5 ნომერს ხმა არ მისცენ"-ვახაგან ჩახალიანის პირველი ინტერვიუ

მოძრაობა „ჯავახის“  ლიდერი საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველ კომენტარს „რუსთავი 2“-თან აკეთებს. ვახაგან ჩახალიანი განმარტავს იმ მიზეზებს, რისთვისაც ის საქართველოში დაბრუნდა და სახელისუფლებო კანდიდატის სააგიტაციო კამპანიაში ჩაერთო. ვახაგან ჩახალიანი აცხადებს, რომ მას არ სურს ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნება, რადგან ეს მას დისკომფორტს შეუქმნის. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის „ჯავახის“ ლიდერი ამბობს, რომ მან ჯერ არ იცის რა პოლიტიკას გაატარებს სახელისუფლებო კანდიდატი.

„ადამიანებს მოვუწოდე, რომ  5 ნომერს ხმა არ მისცენ. ჯერჯერობით სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკასთან დაკავშირებით არ ვიცი არაფერი და თუ ვნახავ ზურაბიშვილთან რაც მინახია სააკაშვილისგან, შეიძლება ეგეც კი ვთქვა, რომ ზურაბიშვილს ხმა არ მისცეთ. დისკამფორტულად ვგრძნობ ხმას,“-განაცხადა ვახაგან ჩახალიანმა.

ვახაგან ჩახალიანი აცხადებს, რომ მას კითხვები აქვს ქართულ ოცნებასთან მის მიმართ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ უნდა დაუბრუნდეს ყველაფერი ის რაც სააკაშვილის დროს ჩამოართვეს.

„მეც მაქვს კითხვები "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით. სიმართლის აღდგენაზე. აქ იყო ჩვენი ოფისი, აქ იყო ჩვენი გაზეთი, აქ იყო ჩვენი რადიო, აქ იყო ჩვენი ორგანიზაცია და მარტო იმისთვის, რომ ჩვენ სააკაშვილს ხმა არ მივეცით 2006 წელს და აქ ახალქალაქში წააგო სააკაშვილმა პირველად მაგი არ მაპატია მე. აი ეს წამართვა ჩემგან და დღესდღეობით უკან არ დამიბრუნეს“-განაცხადა ვახაგან ჩახალიანმა.

ვახაგან ჩახალიანი წარსულში იარაღის შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. 2012 წელს კი ქართული ოცნებამ ის გაათავისუფლა როგორც პოლიტპატიმარი.

 

დღის ამბები