17 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
"ელი ელი ნახავთ ჩემნაირ პატრიოტს საქართველოში" - ვახაგან ჩახალიანი ამტკიცებს, რომ მას არ სურს ახალქალაქის საქართველოდან გამოყოფა

ვახაგან ჩახალიანი, რომელიც  წარსულში იარაღის შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს და 2012 წელს ქართულმა ოცნებამ ის პოლიტპატიმარის სტატუსით გაათავისუფლა, არ ადასტურებს, რომ კავშირი ჰქონდა სეპარატისტულ მოძრაობასთან.

ვახაგან ჩახალიანი აცხადებს, რომ მას იარაღი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ჩაუდო.

მისივე თქმით, მას არასდროს ჰქონია სურვილი, რომ ახალქალაქი საქართველოს გამოყოფოდა. ის ასევე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ შესთავაზა თანამშრომლობა და მისი უარის შემდეგ სეპარატისტად გამოაცხადა.

„იარაღის უკანონო შენახვას და შეძენას მაბრალებდნენ და მაგიტომ დამიჭირეს. ჯერ ერთი, იარაღი თავად შემოიტანეს და მეორე, ხუთი წლის მერე რომ გამოვედი, გავხდი სეპარატისტი, კრიმინალი და ანტიქართველი. 2006 წელს, როდის ჩვენ მოვიგეთ არჩევნები აქ, თავად მოვიდა და იძახდა, მოდით ჩვენთან, ნაციონალურ მოძრაობაში შემოდით და ვითანამშრომლოთო. ჩვენ არ შევედით ნაციონალურ მოძრაობაში და გავხდით ექსტრემისტი? ელი ელი ნახავთ ჩემნაირ პატრიოტს საქართველოში. მე ვიცი, რომ საქართველო უნდა იყოს ძლიერი და საქართველო უნდა დარჩეს ქრისტიანული. ეს აუცილებელია ორი ერისთვის - სომხებისთვის და ქართველებისთვის. მეორე, მე უკვე ხუთი წელია, გარეთ ვარ და თუ მე ექსტრემისტი ვარ. უკვე ხუთი კაცი გამოგზავნა ჩემთან მიხეილ სააკაშვილმა ლონდონიდან, ამერიკიდან, მოდით, ვითანამშრომლოთო, რაც იყო, ჩემი შეცდომა იყო და მე რომ ჩამოვალ, დავიწყებ სხვანაირადო. თუ მე ექსტრემისტი ვარ, რა გინდა ჩემთან სალაპარაკოდ?" - განაცხადა ვახაგან ჩახალიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები