17 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
"საქართველო მიდის გათურქების გზაზე" - ვახაგან ჩახალიანი

ვახაგან ჩახალიანი, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და ჩაერთო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში, დღეს იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლის გამოც, მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან არ ითანამშრომლა.

მოძრაობა ჯავახკის ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, საქართველო გაათურქოს. ვახაგან ჩახალიანი ამტკიცებს, რომ მან შეადგინა სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ მალე თურქი ეროვნების მოსახლეობა საქართველოში ქართველ ერს რიცხობრივად გადააჭარბებს. 

„მე შიში მაქვს, რომ 30 წელში საქართველო მიდის გათურქებას გზაზე. თქვენ უნდა ნახოთ ფაქტები. თქვენ უნდა ნახოთ 10 წლის წინ, 2003 წელს, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველოში თურქების დაბადება როგორი იყო და ახლა, 2018 წელს რამდენია. მე ყოველწლიურად ვაკვირდები. თუ გავაკეთებთ "კარტას", სადაც წითელი იქნება  თურქების მაჩვენებელი და მწვანე ქართველების, ნახავთ, რომ  ყოველ წელს ეს წითელი ფერი სულ უფრო იმატებს და მწვანე ფერი უფრო ნაკლები ხდება. მე მაქვს რუკა გაკეთებული,“ -განაცხადა ვახაგან ჩახალიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები