17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
„შემოვიდა მოქალაქე და მითხრა, რომ გარეთ ხდებოდა ბიჭების მობილიზება და იყო საუბარი თანხების გადაცემაზე" - ხმაური ვაკეში

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის კიდევ ერთი ფაქტი - ვაკეში, #31 საარჩევნო უბანზე მოქალაქე ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის შემთხვევას შეესწრო, რაც მან საარჩევნო უბნის დამკვირვებელს შეატყობინა და რეაგირება სთხოვა.

„მე ჩემი ყურით გავიგონე, ასე უთხრა, რომ ბიჭებს ფული მიეციო,“ - აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც უშუალოდ შეესწრო ფაქტს.

დამკვირვებელი ამბობს,  რომ ქუჩაში გასულს მას დახვდნენ მამაკაცები, რომლებიც საარჩევნო უბანთან იყვნენ ჯგუფებად შეკრებილები. მისი თქმით, მათგან ვერ მიიღო ინფორმაცია.

„შემოვიდა მოქალაქე, მე, როგორც დამკვირვებელს, მითხრა, რომ გარეთ ხდებოდა ძალიან ბევრი ბიჭების მობილიზება და იქ იყო საუბარი თანხების გადაცემაზე და გადახდაზე და მე ეს უნდა აღმეკვეთა იმიტომ, რომ ქალბატონი იყო ძალიან გაღიზიანებული ამ ფაქტის გამო. მე გამოვედი გარეთ, მივეცი ამას რეაგირება და ამ ბიჭებმა დამცინეს,“ - აცხადებს დამკვირვებელი ანა ქარქაშაძე.

ანა ქარქაშაძის თქმით, ამის შემდეგ მან გამოიძახა პატრული და პარალელურად შევიდა საარჩევნო უბანთან არსებულ სასადილოში, სადაც იმყოფებოდნენ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი და აღმოაჩინა სამაგიდო სიები, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. ის აცხადებს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

დღის ამბები