17 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყვება სოფელ არტანას გამგებელი ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში

თიანეთის რაიონის სოფელ ზემო არტანში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ღია წესით მიმდინარეობს.

კურიერმა შეძლო, მოეპოვებინა კადრები, სადაც გარკვევით ჩანს, რომ საარჩევნო უბანზე მყოფი ამომრჩევლები საარჩევნო კაბინის გარეთ აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. როგორც გაირკვა, საარჩევნო უბნის წარმომადგენლებმა აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერეს.

გარდა ამისა, საარჩევნო  უბანზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თავად მიჰყვებიან მოქალაქეებს და ესწრებიან ხმის მიცემის პროცედურას.  

ვიდეოკადრებში, რომელიც საარჩევნო უბნის წარმომადგენლებმა გადაიღეს, ჩანს, რომ სოფლის გამგებელი იმ მოტივით, რომ მოქალაქე კარგად ვერ ხედავს, საარჩევნო კაბინაში მიჰყვება მას. 

დღის ამბები