17 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
მასწავლებლების სიებით მობილიზებული დირექტორი საარჩევნო უბანთან - დარღვევები, რომლის შესახებაც ინფორმაცია ონლაინკურიერში შემოვიდა

ვიდეო და ფოტო ფაქტები იმ დარღვევების შესახებ, რომელიც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე და მის გარეთ ფიქსირდება - მთელი დღეა, მოქალაქეები კურიერის ონლაინსტუდიას აწვდიან სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის არის ე.წ. კარუსელი.

კერძოდ, არსებობს ფოტომასალა, სადაც დაფიქსირებულია, როგორ აძლევს მამაკაცი ხმას სხვადასხვა უბანზე. მან პირველად ხმა მისცა 11:30 საათზე, მერე ფოტოზე კი იგივე მამაკაცმა 14:04 საათზე მისცა ხმა სხვა საარჩევნო უბანზე. ინციდენტი მოხდა მარნეულში.

ასევე მარნეულში დაფიქსირდა ანალოგიური ფაქტი, რა შემთხვევაშიც კურიერის ონლაინსტუდიას უკვე ვიდეომასალა მოაწოდეს.

იმ პირებმა კი, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მივიდნენ მარკირებული თითით, თქვეს, რომ მანდარინი ჭამეს და მარკირების კვალი სწორედ ამ ხილმა დატოვა. 

გარდა ამისა, კურიერის ონლაინსტუდიას აცნობეს, რომ სტიპენდიანტ სტუდენტებს ემუქრებიან სტიპენდიის მოხსნით, თუ არ მისცემენ ხმას სალომე ზურაბიშვილს. 

კურიერის ონლაინსტუდიას ასევე მიაწოდეს ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ პედაგოგების სიით მობილიზებული სკოლის დირექტორი იმყოფებოდა საარჩევნო უბანთან და აღრიცხავდა მასწავლებლებს. 

 

დღის ამბები