17 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
ზარი "ქართული ოცნების" შტაბიდან - რუსთავი2-ის თანამშრომელს "ოცნებიდან" დაურეკეს და კითხვები დაუსვეს

ქართული ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებს უკავშირდებიან პირად ნომერზე და ეკითხებიან, იყვნენ თუ არა ისინი არჩევნებზე. მათ შორის ასეთი ზარი შევიდა რუსთავი2-ის თანამშრომელთან, ავთო გვასალიასთან, რომელიც დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ქართული ოცნების წარმომადგენელს მისი პირადი მონაცემები, მათ შორის მობილური ნომერი და ამასთან ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა არ დააკონკრეტეს, საიდან ჰქონდათ მათ პირადი სახის ინფორმაცია. განაცხადა მხოლოდ ის, რომ ის ახდენს გადამოწმებას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. 

დღის ამბები