17 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
ე.წ. ძველი ბიჭები საარჩევნო პროცესში - "კურიერის" მიერ დასმულმა კითხვებმა ისინი გააღიზიანა   

საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ე.წ. ძველი ბიჭებიც. ისინი გლდანში მე-19 და მე - 20 საარჩევნო უბნებზე მთელი დღის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები. მათ უარყვეს ბრალდება, თითქოს ისინი ამომრჩევლების მობილიზებას ახდენდნენ.

კურიერის მიერ დასმულმა კითხვებმა ისინი გააღიზიანა და ამის შემდეგ მათ ტერიტორია დატოვეს.

„ჩემი დედა... გეხვეწები გასწიე კამერა, ძალიან გთხოვ. ბავშვს ვფიცავარ, გასწიე-მეთქი, შეურაცხყოფას მოგაყენებ, იცოდე. არ მინდა, რომ მოგაყენო ჩემო დაიკო, გაიწიე, რაა. ჩემს ძმაკაცებთან ვარ მოსული და ძალიან გთხოვ,“ - მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟურნალისტს.   

დღის ამბები