17 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - მე-20 საარჩევნო უბნიდან სამაგიდო წიგნი დაიკარგა

ხმაური ზუგდიდში - #20 საარჩევნო უბანზე სამაგიდო წიგნის ერთი ნაწილი დაიკარგა. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ შტაბს დაუკავშირდა მოქალაქე და შეატყობინა, რომ კონკრეტულ უბანზე არ მისცეს ხმის მიცემის უფლება, რის შემდეგაც ის პირადად მივიდა უბანზე. საბოლოოდ გაირკვა, რომ დაკარგული იყო სამაგიდო წიგნი.

გარდა ამისა, ადგილზე მისულ ბაჩუკი ქარდავას მიმართა კომისიის თავმჯდომარემ დაწერა ოქმი, რომ ის იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, რის შემდეგაც მან მოსთხოვა პოლიციას, რომ ჩაეტარებინათ მისთვის ალკოტესტი.

„კომისიის თავმჯდომარემ დაწერა ოქმი, რომ ვიმყოფები ნასვამ მდგომარეობაში. მე ვითხოვ, რომ შემამოწმოს პოლიციამ, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი შემოწმების სურვილი მათ არა აქვთ,“ -განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

რაც შეეხება სამაგიდო წიგნის დაკარგვას, სავარაუდოდ, მომხდარ  ფაქტთან დაკავშირებით დაიწყება გამოძიება, რადგან დაკარგულია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სავარაუდოდ, ამ უბანზე არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.

დღის ამბები