ზუგდიდში, #20 საარჩევნო უბანზე, საიდანაც სამაგიდო წიგნი დაიკარგა, კვლავ ხმაურია.
როდის აღმოაჩინეს საარჩევნო უბანზე, რომ სამაგიდო წიგნი დაიკარგა, ამაზე კომისიის თავმჯდომარეს პასუხი არა აქვს.
ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა ვითარებაში მოხდა სამაგიდო წიგნის დაკარგვა.
ამ ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. კარი ჩაკეტილია. საარჩევნო უბნის შიგნით მხოლოდ პოლიცია და კომისიის წევრები იმყოფებიან.