17 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ე.წ. ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის და დაშინების ფაქტები

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს -საქართველოს მასშტაბით დღეს მრავლად დაფიქსირდა ისეთი ფაქტები, სადაც საარჩევნო უბნის გარეთ მობილიზებული „ოცნების“ კოორდინატორები ახდენდნენ მოქალაქეებისთვის თანხისა გადახდას. ასევე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მხრიდან საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენით გამოსვლას, ისე რომ ბიულეტენზე შემოხაზული კანდიდატის აღქმა ყოფილიყო შესაძლებელი.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის გადაღება "კურიერმაც" შეძლო. საუბარია თბილისში, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ უბანზე, სადაც მოქალაქეს დამკვირვებელმა თანხა გადასცა.

განსხვავება პირველ ტურსა და მეორე ტურს შორის დაფიქსირდა ის, რომ თუ კი 28 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების მოსყიდვასა და ზეწოლაში ჩართული იყვნენ მხოლოდ "ქართული ოცნების" აგიტატორები, ამ შემთხვევაში პროცესში ჩაერთვნენ ე.წ. ძველი ბიჭები. 

დღის ამბები