17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ვაშაძე 139, ზურაბიშვილი 118 ხმა - ბრიუსელში გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაიმარჯვა

ბრიუსელში გახსნილ საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. გრიგოლ ვაშაძეს ევროკავშირის დედაქალაქში, საქართველოს 139-მა მოქალაქემ დაუჭირა მხარი. სალომე ზურაბიშვილმა, კი 118 ხმის აღება შეძლო.  

არჩევნები ბრიუსელში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა კომისიის წევრებისათვის მთავარი პრობლემა, სამუშაო საათები იყო.  24 საათის განმავლობაში ბრიუსელის საელჩოში გახსნილმა საარჩვნო უბანმა, შესვენების გარეშე იმუშავა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში გახნილ უბნებს, აქ კენჭისყრა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ცესკო-ს მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე, ამ დროისთვის, მთლიანად საზღვარგარეთიდან შესული მონაცემებით ლიდერობს - მას 64 პროცენტი აქვს.

დღის ამბები