17 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
პირი, რომელმაც ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ცეცხლი გახსნა დაკავებულია

პირი, რომელმაც ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ცეცხლი გახსნა დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, 21 წლის ახალგაზრდამ ე.წ. სასტარტო იარაღიდან ჰაერში, რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს. უწყება აქვე უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მამაკაცი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია. შემთხვევა ლაგოდეხში, მაშინ მოხდა, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მანქანების კოლონებით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას ზეიმობდნენ.

“ეს იყო ბრძოლა, კრიმინალების ბრძოლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აი, ეს ფაქტიც, დღვანდელი ფაქტიც, რაც მოხდა ლაგოდეხში ცხადჰყოფს ამ ყველაფერს, არამარტო დღვანდელი ფაქტი, დღეს აბსოლიტურად ყველა მუნიციპალიტეტში, არა მარტო კახეთში, მთელ საქართველოში კრიმინალები იბრძოდნენ ხალხის წინააღმდეგ,“- განაცხადა,  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები