საგარეჯოს, “ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი პოლიციაში იმყოფებოდა. მისი დაბარება, გარსევან ბუხნიკაშვილის განცხადებას უკავშირდება. ოპოზიციის წარმომადგენლის ინფომრაციით, არჩევნების დღეს, ის სოფელ იორმუღალოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფეობდა, სადაც რვეულს მიაგნო.
ბუხნიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მასში იმ პირთა ვინაობაა ჩამოწერილი, რომლებმაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცეს ხმა.
"ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იორმუღალოდან წამოსვლის შემდეგ, მას საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, რომან მუჩიაშვილის ძმა და მერის მოადგილე დაედევნენ. ადგილი ჰქონდა სიტვიერ დაპირიპირებას, რის შემდეგაც, რომან მუჩიაშვილის ძმამ, ბუხნიკაშვილს მანქანიდან რვეული ამოაცალა.