გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში დამატებითი ბიულეტენების ჩაყრაში ადანაშაულებს. ბრალდების გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსის საარჩევნო უბანზე ხმაური იყო - მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება.
ადგილზე პოლიციაც იმყოფებოდა. უბნის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საარჩევნო ყუთი დაიშალა, რის შემდეგაც მათ გადმოყრილი კონვერტები მაგიდაზე გადაიტანეს.