სროლა გურჯაანის რაიონში ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერების მისამართით. შემთხვევა ავტომანქანაში დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერამ დააფიქსირა. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს შორის იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმაც. დავით სააკაშვილი ადგილობრივმა პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით უკვე გამოკითხა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომანქანა, საიდანაც გასროლა მოხდა იდენტიფიცირებულია.
„თვითონ დაგვიკავშირდნენ და დაგვიბარეს დაკითხვაზე. რაც იყო ფაქტი, იმას გადავცემთ სამართალდამცავ სტრუქტურას. ეს იყო დამთხვევა, ეს იყო მიზანმიმართული, ამაზე ყველაფერზე გვაინტერესებს პასუხები,“ - განაცხადა დავით სააკაშვილმა.