17 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
გაბათილებული ბიულეტენები ქუთაისში-კომისიის წევრებმა ის ბიულეტენები გააუქმეს, სადაც სალომე ზურაბიშვილი გადახაზული იყო

გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში ხმების დათვლის პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე  საუბრობს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოუხედავად მათი მცდელობისა დაეცვათ ხმები, კომისიის წევრები მასობრივად აუქმებდნენ ისეთ ბიულეტენებს სადაც გადახაზული იყო სალომე ზურაბიშვილი და შემოხაზული იყო გრიგოლ ვაშაძე. ამ პრინციპით 2700 -ზე ბიულეტენი გაუქმდა თუმცა იმ ფონზე რომ ქუთაისში  სალომე ზურაბიშვილი ვაშაძეს მცირე უპირატესობით უგებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ გაუქმებული ბიულეტენები გავლენას იქონიებდა შედეგებზე.

„ქუთაისმა ხმა მისცა საპარლამენტო დედაქალაქს. ქუთაისში გაიმარჯვა საპრეზიდენტო კანდიდატმა მაგრამ იმისთვის, რომ 1%-იანი მოგება დაეწიათ 2700-ზე მეტი ბიულეტენი და ამომრჩეველი რომელმაც ხმა მისცა გრიგოლ ვაშაძეს გააბათილეს,“-განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით გუშინ ქუთაისში უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებზე მოსახლეობის თითქმის ნახევარი მივიდა. ამ დროის მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა 51.28%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 48.72%. 

დღის ამბები