არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 2 თეთრით, ევროსთან კი 4 თეთრით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.69 ლარია, ხოლო ერთი ევროს ღირებულება - 3.05 ლარი.
ექსპერტების მოლოდინი გამართლდა. ისინი პროგნოზირებდნენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კურსი ხელოვნურად მხოლოდ მცირე დროით იქნებოდა შეჩერებული.
ეკონომისტები და ფინანსისტები ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ელოდებიან, პარალელურად კი ფასების გაზრდას აანონსებენ.