ქობულეთის პანსიონატის საქმეზე ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის საჩივარი უზენაესა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაევალა, განმეორებით იმსჯელოს შსს-ს მიერ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ. თუმცა, სასამართლომ ორგანიზაციის საჩივრის ის ნაწილი არ გაითვალისწინა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2014 წელს ქობულეთის პანსიონატის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს შსს-მ არ უზრუნველყო პანსიონატის ადმინისტრაციისა და მისი ბენეფიციარების უფლებების ჯეროვანი დაცვა.
ქობულეთის პანსიონატის საქმეზე სასამართლო სხდომა 2019 წლის 29 იანვარს ჩაინიშა.