17 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
Google-ისგან მივიღე შეტყობინება, რომ სახელმწიფო ცდილობს ჩემი მეილის გატეხვას - ეკა გიგაური ჰაკერულ თავდასხმაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, სოციალურ ქსელში ჰაკერულ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გიგაურის ინფორმაციით, მისი მეილის გატეხვას სახელმწიფო ცდილობს. 

„აი, ეს ხდება ჩემ პერსონალურ მეილში! Google-ისგან მივიღე შეტყობინება, რომ სახელმწიფო ცდილობს ჩემი მეილის გატეხვას. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ. მაგრამ მაინც იდოს ეს აქ ისტორიისთვის,“ - წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.

დღის ამბები