ერიკ ემანუელ შმიტი საქართველოშია. ცნობილი ბელგიელი მწერალი დედაქალაქში გამთენიისას ჩამოვიდა და სულ ერთი დღით გაჩერდება.
პრესკონფერენციაზე ერიკ ემანულ შმიტმა საკუთარ წიგნებზე ისაუბრა. მან შეკრებილ საზოგადოებას გაუმხილა, რომ სრულიად ახალი რომანი ცოტა ხნის წინ დაასრულა.
ბელგიელი მწერლის ახალი ნაწარმოები “ფელიქსი და უხილავი წყარო“ 12 წლის მოზარდის ისტორიაზეა, რომელიც იანვარში გამოიცემა.
ერიკ ემანუელ შმიტი დღეს ქართველ მკითხველთან შეხვედრასაც აპირებს. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საღამოს 7 საათზე დაიწყება.
“ძალიან მოხარული ვარ და ამავდროულად გული მწყდება, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი დღით ჩამოვედი. დიდი ხანია, მინდა ამ ქვეყნის ნახვა და შემდეგში აუცილებლად რამდენიმე დღით ჩამოვალ. სამწუხაროდ, არაფერი ვიცი ქართული ლიტერატურის შესახებ, თუმცა, იმედი მაქვს, დღეს მის შესახებ გარკვეული წარმოდგენა შემექმნება. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, ბავშვობაში ვერ ვიტანდი კითხვას. საბავშვო წიგნებს მთავაზობდნენ, რაც ჩემთვის უინტერესო იყო. ერთ დღესაც წავიკითხე დიუმას "სამი მუშკეტერი" და ამ წიგნმა ჩემი ცხოვრება მთლაიანდ შეცვალა, შევიძინა 4 ახალი მეგობარიც. მინდა, ავღნიშნო ისიც, რომ ფენიმისტი ვარ. ფემინისტობა მხოლოდ სქესზე არ არის დამოკიდებული, ის იდეაა და ან გვინდა თანასწორობა, ან არ გვინდა. შეიძლება თამამადაც ითქვას, რომ არა მხოლოდ ფემინისტი, არამედ ქალიც ვარ ხოლმე, როდესაც ვწერ და პლასტიკური ქირურგიისგან განსხვავებით, ეს უკან შემოქცევადი პროცესია. ჩემი რომანებიდან, მიუხედავადა იმისა, რომ საკმაოდ რთულია მათი გამორჩევა, ვფიქრობ, შემიძლია გამოვყო "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" და ”სხვისი ნაწილი”. ორივე ერთ წელს დავწერე და შეიძლება იდეაურად ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდეს, თუმცა, ორივე ფილოსოფიური შინაარსის მატარებელია,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ერიკ ემანულ შმიტმა.