17 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
87-ე საჯარო სკოლის მშობლები აქციას მართავენ - ისინი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ

87-ე საჯარო სკოლის მშობლები აქციას მართავენ. ისინი სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ.

სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს მენინგოქკოცემიის დიაგნოზი დაუდგინდა, რის გამოც, მშობლები სკოლის რამდენიმე დღით დახურვას ითხოვენ.

მშობლები სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.

„მოვითხოვთ ჯანდაცვის სამინისტროსგან, შესაბამისს სამსახურებს მიმართონ, სკოლაში გამოგზავნონ შესაბამისი სადეზინფექციო სამსახურები და ჩვენ, მშობლები მშვიდად ვიყოთ და მშვიდად გამოვგზავნოთ ბავშვები სკოლაში. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ კლასებში ზიან 2,3, 4 მოსწავლე,“ - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მშობლები ამბობენ, რომ ეშინიათ, მათ შვილებსაც არ გადაედოთ ინფექცია და ისინი კარანტინის გამოცხადებას ითხოვენ.

8 წლის გოგონას სკოლაში 21 ნოემბრის შემდეგ არ უვლია, მისი საავადმყოფოში გადაყვანა კი 26 ნოემბერს მოხდა. მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები