17 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
მენინგოკოქცემიის ფაქტი 87-ე საჯარო სკოლაში - მშობლების მტკიცებით, 27 ნოემბერს სკოლამ აღნიშნულის შესახებ უკვე იცოდა

მენინგოკოქცემიის ფაქტი 87-ე საჯარო სკოლაში - მშობლების მტკიცებით, 27 ნოემბერს სკოლამ აღნიშნულის შესახებ უკვე იცოდა.

მშობლების თქმით, ამას ადასტურებს ის, რომ 27 ნოემბერს ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ცენტრმა ოფიციალური წერილით მიმართა სკოლას და ურჩია, რომ გაეტარებინათ შესაბამისი სამუშაოები. 28 ნოემბერს კი სკოლამ საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნა განცხადება, სადაც წერდნენ, რომ მათ არ იცოდნენ ვირუსის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავდნენ.

ურთიერთგამომრიცხავი განცხადების შესახებ ისანი-სამგორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მეგი როსტიაშვილმა, გააკეთა განმარტება.

მან აღნიშნა, რომ სკოლამ მენინგოკოქცემიის ვირუსის შესახებ ოფიციალურად 29 ნოემბერს შეიტყო და მიმართა შესაბამისს სამსახურს.

28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, ამავე სკოლაში განთავსებული იყო საარჩევნო უბანი, თუმცა, მეგი როსტიაშვილის თქმით, მათ რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედეს, რის გამოც, შენობაში ხალხის შეშვება არანაირ საფრთხეს არ შეიცავდა.

„როგორც კი აღნიშნული ფაქტი დაავადების შესახებ გახდა სკოლისთვის ცნობილი, მეორე დღესვე, წინა დღე არჩევნები იყო, სკოლამ გამოიძახა ეპიდემიოლოგიის სამსახური. მობრძანდნენ ეპიდემიოლოგები, მთელი დღე იმყოფებოდნენ სკოლაში, შესაბამისი ინფორმაცია სკოლამ მიიღო უკვე ოფიციალური ინფორმაცია, უკვე ოფიციალურად გაიგო 29-ში... ეპიდემიოლოგიური სამსახური მოვიდა სკოლაში 29-ში. 29-ში დილით, 05:00 საათზე, მოხდა ყველაფერი ის, რაც ბუნებრივად მომხდარიყო იმიტომ, რომ სკოლა დასასუფთავებელი იყო,“ - განაცხადა მეგი როსტიაშვილმა.

8 წლის გოგონას სკოლაში 21 ნოემბრის შემდეგ არ უვლია, მისი საავადმყოფოში გადაყვანა კი 26 ნოემბერს მოხდა. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები