17 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ბრიტანეთის მეორე სატახტო ქალაქში უინძორში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბრიტანეთის მეორე სატახტო ქალაქში უინძორში საშობაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

წმინდა გიორგის სახელობის დარბაზში 7 მეტრის სიმაღლის კავკასიური ნაძვის ხე დადგეს, რომელიც 7 ათასი ნათურით და გირლანდებითაა მორთული.

საახალწლო ნაძვის ხის აწყობას სასახლის პერსონალმა ერთი დღე მოანდომა.

მეორე გიგანტური ნაძვის ხე შინდისფერ მისაღებ ოთახში დადგეს და წითელი და მეწამულისფერი დეკორაციებით მორთეს.

ბრიტანეთში საზეიმო ნაძვის ხის მორთვის ტრადიციას საფუძველი მეთვრამეტე საუკუნეში ჩაეყარა და მისი ავტორი მეფე გიორგი მესამის გერმანელი მეუღლე დედოფალი შარლოტა იყო.

დღის ამბები