17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
"დაზიანდა სახლის სახურავი... ახლაც საშიშროებაა, ბავშვები გაყვანილი მყავს სახლიდან" - ძლიერი ქარის გამო გამოძახებების უმრავლესობა ქუთაისიდან დაფიქსირდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმერეთიდან 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

გამოძახებების უმრავლესობა ქუთაისიდან დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა და 150 შენობის სახურავი.

„საკმაოდ დაზიანდა სახლის სახურავი, ნახევარი სახლის სახურავი, ბავშვების ოთახის კედელი ჩამოინგრა, ფანჯარაც. არ შეიძლება, იქ ბავშვი დაწვეს, ღამე გაათიოს. ახლაც საშიშროებაა, ბავშვები გაყვანილი მყავს სახლიდან,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მეხანძრე-მაშველები.

იმერეთის მასშტაბით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის.

დღის ამბები