თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ვითიბი ბანკში ხანძარი გაჩნდა.
როგორც ცნობილია, ცეცხლი შენობის სახურავზე კონდიციონერის სისტემას გაუჩნდა და დაკვამლიანება იყო. დაიწვა 4 კვადრატული მეტრი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.