29 სექტემბერი 2024,   09:16
ვრცლად
აფეთქება სოფელ დიდ დიღომში - ჩამოინგრა სახლის კედლები და დაშავდა ორი ადამიანი

თბილისში სოფელ დიღომში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია ორსართულიანი სახლის კედლები.

უწყების ცნობით, აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

ფოტოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

დღის ამბები