ძლიერი ქარის შემდეგ სინოპტიკოსები უკვე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოდარებას ელოდებიან. დღეს კი მთელ საქართველოში წვიმა, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში თოვლია მოსალოდნელი.
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმერეთის რეგიონიდან 300-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. გამოძახებების უმრავლესობა ქუთაისიდან დაფიქსირდა. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა და 150 შენობის სახურავი.
ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონიც დააზარალა. სტიქიის გამო, მოსახლეობას ელექტრონერგია შეზღუდულად მიეწოდება.