ფოთში ძლიერმა ქარმა ინფრასტრუქტურა დააზიანა. წაქცეულია ხეები და დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.
სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვიტა, რის გამოც ამ დრომდე აბონენტების გარკვეულ ნაწილს დენი არ მიეწოდება.
ფოთის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ზარალის ზუსტ ოდენობას დაადგენს.